ეკალფარფლიანი თევზები

ეკალფარფლიანი თევზები შეგუებული არიან მრავალ განსხვავებულ ცხოვრების წესს. თინუსისებრნი: სკუმბრია და მარლინი ღია წყლების მტაცებლები არიან.მათი წაგრძელებული სხეული მშვენივრად არის მორგებული სწრაფ ცურვას. ბევრი მათგანი ოკეანის მცხოვრებთა შორის უსწრაფეს მოცურავედ ითვლება. კამბალების, მაგალითად, პარალიქტებისა და ბრილების სხეულები ისეა გაბრტყელებული,რომ არც ჩანან ოკეანის ფსკერზე. კამბალასნაირი თევზების სამეფოს ქამელეონები არიან. ზოგ სახეობას შესანიშნავად შეუძლია გარემოს შეფერილობის მიღება.შლამის ხტუნიას აქვს ხვლიკის ფორმა და ბინადრობს ოკეანის ფსკერის შლამში.ღორჯოების უმრავლესობა ძალზე პატარა ზომისაა; ხშირია მათი თანაცხოვრების მაგალითები სხვა ცხოველებთან: მარჯნებთან,მოლუსკებსა და კიბოსნაირებთან."ეკალფარფლიან თევზთა" სიაში შედიან:ცისფერი მარლინი, ზოლებიანი თინუსი, აფროსანი, შლამის ხტუნია, ასპიდონტი, რქიანი ზანკლი, ცოცხალშობია, თევზი-დასტაქარი, ხმალთევზა და სხვა.

Комментариев нет:

Отправить комментарий