სხივფარფლიანი თევზები

სხივფარფლიანი თევზები (Actinopterygii) — ძვლიანი თევზების ქვეკლასი. აერთიანებს თანამედროვე თევზების თითქმის 95%-ს. მათი სხეული დაფარულია ძვლოვანი ქერცლით, რომლებიც ერთიმეირეზე კრამიტის სახურავითაა განლაგებულია. მხოლოდ ჯავშნოსან ქარიყლაპიას აქვს განოიდური ქერცლი. ჩონჩხი ძვლოვანია, ზოგიერთ სახეობას აქვს ქორდა ან მისი ნაშთი. მალები ამფიცელურია. წყვილი ფარფლები სხეულისადმი ვერტიკალურადაა განლაგებულიი. კუდის ფარფლი ჰომოცერკალურია. განსხვავებულსქესიანები არიან, მხოლოდ ზღვის ქორჭილაა ჰერმაფროდიტი. სხივფარფლიანი თევზებს ახასიათებს გარეგანი განაყოფიერება, გამონაკლისია ზოგიერთი სახეობა, რომლებიც შინაგან განაყოფიერებით მრავლდებიან და ცოცხლადმშობები არიან. ვარაუდობენ, რომ სხივფარფლიანი თევზები 350 მლნ. წლის წინათ წარმოიშვენ. ამჟამად ცნობილია სხივფარფლიანი თევზების 19 ათასამდე სახეობა, რომლებიც ერთიანდებიან 36 რიგში, გავრცელებული არიან ყველა ზღვასა და ოკეანეში, თითქმის ყველა მდინარესა და ტბაში. სხივფარფლიანი თევზების უმრავლესობას სარეწაო მნიშვნელობა აქვს.

Комментариев нет:

Отправить комментарий