სიახლე





Garra rufa წარმოადგენს "ექიმი თევზების" სახეობას , რომლებიც ცოცხლობენ აზიის მდინარეების მტკნარ წყლებსა და წყაროებში. ამ თევზებს არ გააჩნიათ კბილები, ისინი იყენებენ მძლავრ ტუჩებს, რათა მოაშორონ კანს მკვდარი და დაზიანებული უბნები.

ასუფთავებენ ფორებს, ასტიმულირებენ სხეულზე არსებულ რეცეპტორებს და ხსნიან ნერვულ სტრესსა და დაღლილობას." ექიმი თევზების" სპა და კანის მკურნალობა დიდი პოპულარობით სარგებლობს აზიის ქვეყნებში, ბოლო წლებში კი სულ უფრო მოწონებით სარგებლობს ევროპასა და აშშ-ში. ცნობილია, რომ მუშაობის დროს ეს თევზები გამოიმუშავებენ ფერმენტ "დუტანოლს", რომელიც აუმჯობესებს კანის რეგენერაციულ ფუნქციებს, ასევე ეს "პატარა დერმატოლოგები გარდა კოსმეტიკური პროცედურებსა ეხმარებიან ფსორიაზით, ეგზემითა და კანის სხვა დაავადების მქონე პირებს. საჭიროა დაზიანებული უბანი მოთავსდეს თევზებიან აკვარიუში და 20-30 წუთიანი პროცედურის შემდეგ კანი ხდება გლუვი და კრიალა.


Комментариев нет:

Отправить комментарий